понедельник, 21 мая 2012 г.


პროექტი ,,გააგრძელე ისტორია"


პროექტის აღწერა

მიზანი:
პროექტის ფარგლებში სასკოლო თემის მონაწილეობით სკოლაში სააქტო დარბაზისა და საგამოფენო სივრცის მოწყობა. პროექტის ბენეფიციარები იქნებიან  სკოლის მოსწავლეები, მათი ოჯახის წევრები, მასწავლებლები, მომავალი მოსწავლეები
  • აქტიური მოსწავლეებისა და მასწავლებელებისათვის  საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად შესაფერისი გარემოს - სააქტო დარბაზისა და საგამოფენო სივრცის - შექმნა
  •   სკოლის მოსწავლეებში სასკოლო ცხოვრებაში მათი როლის გააქტიურების გზით მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება
  • სკოლის პრობლემების მოგვარების მიზნით სასკოლო სამოქალაქო კლუბის, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობა 
  •  სამოქალაქო კლუბისა და სკოლის თვითმმართველობის კოორდინირებული მუშაობა
  •   მოსწავლეებში ისეთი უნარ-ჩვევების, როგორიცაა: რესურსების რაციონალურად ხარჯვისა და მოხმარების, შრომისა და სოციალურ გარემოზე ზრუნვისა და დახმარების, პრობლემათა ეფექტური გადაჭრის,  დაგეგმვისა და გეგმაზომიერი მოქმედების უნარ-ჩვევები განვითარება
  •  მოსწავლეებისათვის სასკოლო ცხოვრებაში  უფრო მეტად ჩართვის ხელშეწყობა კერძოდ, კონფერენციების, პრეზენტაციების შეხვედრების, ინტელექტუალური თამაშების და სხვა ტიპის ღონისძიებების მოწყობა
  •  სკოლის თემის ყველა რგოლის (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) მობილიზება

შედეგი:
  •    სკოლას ექნება  კეთილმოწყობილი სააქტო დარბაზი
  •    სკოლას ექნება სივრცე მოსწავლეთა ნამუშვერების გამოსაფენად
  •   გაძლიერდება პროექტის მიზნობრივი ჯგუფების,  ყველა რგოლის (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, მომავალი მოსწავლე  ურთიერთთანამშრომლობა
  • მშობლები უფრო მეტად იქნებიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში
  •  მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ უფრო აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში, დისკუსიებში, დებატებში, კონფერენციებსა თუ ინტელექტუალურ თამაშებში. ასევე მოამზადონ პრეზენტაციები, მოიწვიონ სტუმრები სხვადასხვა სფეროდან  და მოაწყონ  საინტერესო თემების ირგვლივ საუბრები.
  •  მოხდება სამოქალაქო კლუბის წევრების გააქტიურება
  • სკოლაში აღდგება მოხალისეობისა და ქველმოქმედების ტრადიცია.
  •  სპონსორი ორგანიზაციები კიდევ უფრო ცნობადები გახდებიან და კიდევ უფრო დადებით იმიჯს შეიძენენ

საჭიროებების/პრობლემის აღწერა:
საქართველოში ალბათ ძალიან ძნელია მოიძებნოს ისეთი სკოლები, რომლებიც საუკუნეს არიან გადაცილებულნი. გორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მე-9 საჯარო სკოლა სწორედ რომ საუკუნეზე მეტი ხნისაა. იგი, არც მეტი არც ნაკლები, 136 წელს ითვლის. სკოლა მაღალი ტრადიციების და ლამაზი ისტორიის  მატარებელია.
სკოლაში გამოირჩევა აქტიური მოსწავლეებისა და მასწავლებლების საკმაოდ ძლიერი გუნდით, რომელთა იდეების განხორციელებას ყველანაირად უწობს ხელს სკოლის დირექცია. სკოლის ცხოვრებაში აქტიურ როლს თამაშობს სკოლის თვითმმართველობა და სამოქალაქო კლუბი, რომლებიც მრავალი ღონისძიების, კონკურსის თუ სხვადასხვა სახის შეჯიბრების ინიციატორები არიან. სკოლა განებივრებულია როგორც დაწყებითი საფეხურის, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურების  მოსწავლეების  და მათი პედაგოგების მიერ ჩატარებული  შეხვედრებით და ღონისძიებებით.

თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, სკოლა ერთი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას. სკოლას არ გააჩნია ზემოთ ხსენებული ღონისძიებების ჩასატარებელი შესაფერისი სივრცე - სააქტო დარბაზი. დღეს ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა უწევთ სკოლის ე.წ. ფოიეში, სადაც არა არსებობს მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად ელემენტარული პირობები: არ არის მაყურებლისათვის დასაჯდომი სკამები, რომ აღარაფერი ვთქვათ სცენაზე და სხვა დეტალებზე. ხშირად იმდენად კარგი ჩანაფიქრი თუ იდეა იბადება, რომ სურვილი გვიჩნდება ჩვენი შემოქმედება უფრო ფართო საზოგადოებას  გავაცნოთ, მაგრამ ამაში ძალიან გვიშლის ხელს სააქტო დარბაზი არ არსებობა.

სკოლას გააჩნია საკმარისი ფართი იმისათვის, რომ ნებისმიერი სახის ღონისძიება, შეხვედრა თუ ტრეინინგი ჩატარდეს კულტურულ გარემოში. აღნიშნული ფართი მდებარეობს სკოლის შენობის ქვედა სართულზე, ე.წ. სარდაფში, რომელსაც აქვს ქუჩის მხარეს გამავალი ფანჯრები.

ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2003 - 2007 წლებში ზემოთ აღნიშნული ფართი იყო გაქირავებული და მასში ფუნქციონირებდა ე.წ. ,,ფოლკლორის სარდაფი“. აღნიშნულ წლებში სკოლას ზემოთ აღწერილი პრობლემა არ ჰქონია, ვინაიდან ყველა ღონისძიება იქ  იმართებოდა. რამდენიმე წლის წინ  „ფოლკლორის სარდაფი“ გაუქმდა, სწორედ ამ პერიოდიდან აღმოჩნდა სკოლა ამ დიდი პრობლემის წინაშე.  მას შემდეგ ვცდილობთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, მაგრამ მხოლოდ საკუთარი სახსრებით სკოლა თავს ვერ ართმევს და ვიმედობნებთ რომ ამ პროექტის დახმარებით შევძლებთ დამატებითი სახსრების მოძიებას და საჭირო ადამიანური რესურსების მობილიზებას.

ჩვენი სკოლა ამაყად ატარებს დიდი ქართველი მამულიშვილის, იაკობ გოგებაშვილის სახელს, ამ მოღვაწის იდეალი იყო ევროპული საქართველო და ახალი ქართველი. მან შექმნა ქართული ცნობიერების მოდელი ახალი დროისთვის და სკოლას სწორედ ამგვარი ცნობიერების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების მისია განუსაზღვრა და დააკისრა.

თუ გავითვალისწინებთ რომ, სკოლა სამოქალაქო საზოგადოების მინი მოდელია, მოსწავლე რომელიც შეძლებს სასკოლო პრობლემების გადაჭრას აუცილებლად ჩამოყალიბდება სოციალურად აქტიურ მოქალაქედ, რომელსაც ეცოდინება თავისი უფლება-მოვალეობები, სამოქალაქო პასუხისმგებლობანი და შეეძლება მათი რეალიზება.

ღონისძიებები, რომელიც გატარდება აღნიშნული პრობლემის საპასუხოდ:

·   პროექტის საინიციატივო ჯგუფის მობილიზება და მოვალეობების გადანაწილება
·   პროექტის მონიტორინგისა და შეფასების გეგმის შემუშავება
· პროექტის ბლოგის შექმნა
·   ჩვენი სკოლის მოსწავლეთა და მშობელთა საზოგადოებისათვის პროექტის მიზნების და დაგეგმილი აქტიობების შესახებ საინფორმაციო კომპანიის ორგანიზება
·   სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით მოხალისეობის პრინციპით შედგენილი მშობელთა ჯგუფის დაკომპლექტება
·  სარემონტო მასალების შესაძენად ტენდერის გამოცხადება
·   სარემონტო სამუშაოებისათვის ფართის მომზადდება
·    სარემონტო სამუშაოების ჩატარება
·    სააქტო დარბაზის და საგამოფენო დარბაზის მომზადება პრეზენტაციისათვის
·   პრესაში პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის განთავსება
·   გამოფენის: „სააქტო დარბაზი გუშინ და დღეს“ ორგანიზება
·  უახლოესი ღონისძიებების შესახებ სარეკლამო პლაკატების მომზადება და განთავსება საგამოფენო სივრცეში
·    პროექტის შედეგების პრეზენტაცია და სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის  მოსწავლეების ორგანიზებით ღონისძიების მოწყობა

პროექტის ბენეფიციარები და აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე:
პირდაპირი ბენეფიციარები:  სკოლის დირექცია;   სკოლის მასწავლებლები და ტექპერსონალი;  სკოლის მოსწავლეები;   სკოლის კურსდამთავრებულები
არაპირდაპირი ბენეფიციარები: მშობლები, ოჯახის სხვა წევრები 


ის შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას:

·         პროექტში მშობელთა მხრიდან  პასიურობა
·         არახელსაყრელი ბუნებრივი პირობები

პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ:
პროექტის მდგრადობის მაჩვენებელია ის ფაქტი რომ - სააქტო დარბაზითა და საგამოფენო სივრცით მრავალი წლების განმავლობაში ისარგებლებენ სკოლის მოსწავლეები, მისი კურსდამთავრებულები, სკოლის თემისა და მეზობელი თემების წარმომადგენლები.
სამომავლოდ შესაძლებელი იქნება სკოლის ფონდებით საჭიროებისამებრ მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება და  დამატებითი სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების შემატება, მაგ: კულისები,საგარდერობო.
პროექტის დასრულების შემდეგ ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები:
  • პროექტის პრეზენტაციის დღეს  სკოლის თვითთმართველობისა და სამოქალაქო კლუბის ხელშეწყობით ჩატარდება რამდენიმე ღონისძიება
1.   ,, ისტორია გრძელდება“ პრეზენტაცია პროექტის ეტაპების შესახებ. ღონისძიებაზე მოწვეულები იქნებიან პროექტ „ჰარმონიას“ წარმომადგენლები, თანადამფინანსებლები და ყველაზე აქტიური მონაწილეები.
2.   გავეცნობით „ჰარმონიის“ მიერ ახალი საპილოტე პროგრამის - ”ინგლისური ენა სამოქალაქო განალების გამოყენებით” - ჩვენს სკოლაში განხორციელების ეტაპებს, მოვიწვევთ ამ პროგრამის კოორდინატორს შიდა ქართლში-ქალბატონ კირსტენს
3. შედგება თეატრალური წარმოდგენა ,,ფიროსმანი 150 წლისაა“
  • ივნისის თვის განმავლობაში ჩატარდება დაწყებითი საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ღონისძიებები
  • 10 ივნისს ღონისძიება -  „ვიცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით!“
  • სისხლის დონორთა მსოფლიო დღე - 14 ივნისი
ზოგადი 
  • სკოლაში მოეწყობა კურსდამთავრებულებთან შეხვედრები, მათ შეიძლება შეასრულონ აქტიური როლი სკოლის პრობლემატიკის მოგვარების საქმეში.
  • სისტემატიურად გაიმართება მშობლების (განსაკუთრებით - დამამთავრებელი კლასების) შეხვედრები მოზარდთათვის აქტუალური პრობლემების განხილვის თვალსაზრისით.
  • გაიმართება ღონისძიებები ტოლერანტობის, გარემოს დაცვის, საქველმოქმედო მიმართულებებით.
  • სისტემატურად მოეწყობა სხვადასხვა საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებული ღონისძიებები
  • ყოველწლიურად  აღინიშნება  სკოლისთვის ტრადიციად ქცეული ,,სკოლის დღე“

  სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარებულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე დასწრებას  შეძლებს 80-100 მაყურებელი


პროექტის ხანგრძლივობა:

14 კვირა
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება და მათი ფუნქციები:
ელენე ხაჩიძე – სკოლის დირექტორი - პროექტის ხელმძღვანელი - პროექტის მართვა,სპონსორებთან კომუნიკაცია, ტენდერის გამოცხდება, ბიუჯეტის მართვა

ხათუნა ჯავახიშვილი - პედაგოგი - პროექტის კოორდინატორი –  პროექტის შინაარსობრივი მხარე, ანგარიშები, მონიტორინგის დღიურების წარმოება, პროექტის ფინალურ პრეზენტაციაზე პასუხისმგებლობა

ხათუნა ტაბიძე - ისტ მენეჯერი  - პროექტის კოორდინატორი – ბლოგის მართვა,დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიების მომზადება, ფოტო-მასალის  
პოსტერების მომზადება, ღონისძიებებისათვის  საჭირო მოწყობილობებზე პასუხისმგებლობა

ქეთევან ნონიკაშვილი -პედაგოგი- პროექტის კოორდინატორი – პროექტის ბენეფიციარებთან ურთიერთობა. მოხალისეობრივი ჯგუფების დაკომპლექტება და მოხალისეობრივი სამუშაოების განრიგის შედგენა, მეთვალყურეობა, პროექტის ფინალურ პრეზენტაციაზე პასუხისმგებლობა

კობა მეხრიშვილი -მნე- სარემონტო სამუშაოებსა და სარემონტო მასალებზე მეთვალყურეობა

ელენა ქერდიყოშვილი – მოსწავლე – თვითმმართველობის, სამოქალაქო კლუბის
წარმომადგენელი- პროექტში მოსწავლეთა ჩართულობაზე პასუხისმგებელი

ნანა პაპიაშვილი – მშობელი – სამეურვეო საბჭოს წევრი –მშობელთა პროექტში        ჩართულობაზე პასუხისმგებელი

ნათია მაკრახიძე - პედაგოგი - დარბაზის გახსნის დღეს უშუალოდ მისი       ხელმძღვანელობით გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა ,,ფიროსმანი 150 წლისაა"    

Комментариев нет:

Отправить комментарий